Monday, March 15, 2010

"პლატონის სხეულები"

ძველ ბერძნებს მიაჩნდათ რომ სამყარო შემდეგი ხუთი სახის მრავალწახნაგას ფორმის უმცირესი "აგურებით"-" პლატონის სხეულებით" იყო აგებული. ტეტრაედრი (ოთხწახნაგა)-ცეცხლს უკავშირდებოდა, კუბი (ჰექსაედრი-ექვსწახნაგა) -მიწას, ოქტაედრი (რვაწახნაგა)-ჰაერს, დოდეკაედრი(თორმეტწახნაგა)-კოსმოსს, იკოსაედრი (ოცწახნაგა)- წყალს.ტეტრაედრის ოთხივე წახნაგი ტოლგვერდა, ანუ წესიერი სამკუთხედია. ოქტაედრის რვავე წახნაგი წესიერი სამკუთხედია, დიდოკაედრი შემოსაზღვრულია 12 წესიერი ხუთკუთხედით, იკოსაედრი შემოსაზღვრულია 20 წესიერი სამკუთხედით.საინტერესოა აღინიშნოს, რომ არსებობს მხოლოდ ეს ხუთი წესიერი ამოზნექილი მრავალწახნაგა, რომლის წახნაგები ტოლი წესიერი მრავალკუთხედებია და რომელიც თავის ყოველ წახნაგზე გამავალი სიბრტყის ცალ მხარეს მდებარეობს.
სფერო მათემატიკაში არის სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცის (R3–ის) წერტილთა სიმრავლე, რომლებიც თანაბარი r მანძილით არიან დაშორებული სივრცისის მოცემული წერტილიდან. r–ს ეწოდება სფეროს რადიუსი, მოცემულ წერტილილს სფეროს ცენტრი.

სფერო

Sunday, March 14, 2010

გეომეტრიის ნაწილს, რომელიც სივრცულ ფიგურებს შეისწავლის სტერეომეტრია ეწოდება.'სტერეო'-ბერძნულად სივრცულს ნიშნავს. სივრცული ფიგურების თვისებების შესწავლა გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ რეალური სამყარო, რადგან ყოველი რეალური სხეული, მისი ფორმისა და ზომების თვალსაზრისით, გამოსახულებაა გარკვეულისივრცული გეომეტრიული ფიგურის- იდეალური,ჩვენი წარმოდგენით შექმნილი გეომეტრიული სხეულის. სურათზე რამდენიმე სივრცული ფიგურაა გამოსახული. თითოეული ფიგურა შედგება წერტილებისგან, რომლებიც ერთ სიბრტყეს არ ეკუთვნის.