Monday, March 15, 2010
"პლატონის სხეულები"
ძველ ბერძნებს მიაჩნდათ რომ სამყარო შემდეგი ხუთი სახის მრავალწახნაგას ფორმის უმცირესი "აგურებით"-" პლატონის სხეულებით" იყო აგებული. ტეტრაედრი (ოთხწახნაგა)-ცეცხლს უკავშირდებოდა, კუბი (ჰექსაედრი-ექვსწახნაგა) -მიწას, ოქტაედრი (რვაწახნაგა)-ჰაერს, დოდეკაედრი(თორმეტწახნაგა)-კოსმოსს, იკოსაედრი (ოცწახნაგა)- წყალს.ტეტრაედრის ოთხივე წახნაგი ტოლგვერდა, ანუ წესიერი სამკუთხედია. ოქტაედრის რვავე წახნაგი წესიერი სამკუთხედია, დიდოკაედრი შემოსაზღვრულია 12 წესიერი ხუთკუთხედით, იკოსაედრი შემოსაზღვრულია 20 წესიერი სამკუთხედით.საინტერესოა აღინიშნოს, რომ არსებობს მხოლოდ ეს ხუთი წესიერი ამოზნექილი მრავალწახნაგა, რომლის წახნაგები ტოლი წესიერი მრავალკუთხედებია და რომელიც თავის ყოველ წახნაგზე გამავალი სიბრტყის ცალ მხარეს მდებარეობს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment