Sunday, March 14, 2010

გეომეტრიის ნაწილს, რომელიც სივრცულ ფიგურებს შეისწავლის სტერეომეტრია ეწოდება.'სტერეო'-ბერძნულად სივრცულს ნიშნავს. სივრცული ფიგურების თვისებების შესწავლა გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ რეალური სამყარო, რადგან ყოველი რეალური სხეული, მისი ფორმისა და ზომების თვალსაზრისით, გამოსახულებაა გარკვეულისივრცული გეომეტრიული ფიგურის- იდეალური,ჩვენი წარმოდგენით შექმნილი გეომეტრიული სხეულის. სურათზე რამდენიმე სივრცული ფიგურაა გამოსახული. თითოეული ფიგურა შედგება წერტილებისგან, რომლებიც ერთ სიბრტყეს არ ეკუთვნის. 

No comments:

Post a Comment